ირაკლი კობახიძის განცხადება

ირაკლი კობახიძე არჩევნების შედეგებს „ქართული ოცნების“ დამაჯერებელ გამარჯვებად აფასებს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ჯამში „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოებში მანდატების 66 პროცენტი უკვე მოიპოვა. წინასწარი გათვლებით კი მეორე ტურის შემდეგ, აღნიშნული მაჩვენებელი 68 პროცენტამდეც გაიზრდება.

დატოვე კომენტარი