ირაკლი კობახიძის გამოკითხვა სუს-ში

ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხეს. უსაფრთხოების სამსახურში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის დაბარება მისი მხრიდან წინასაარჩევნოდ გაკეთებულ ცნობილ განცხადებას უკავშირდება.

მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხმის მიცემის დღეს პროვოკაციების მოწყობა დააანონსა და თქვა, რომ ხდებოდა ყოფილი ძალოვნებისა და პოლიციელების მობილიზება, ახსენა რევოლუციური შტაბიც ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით. გამოკითხვის შემდეგ, კობახიძე ამბობს, რომ დაასახელა ინფორმაციის წყარო და საგამოძიებო უწყებაში მიიტანა კონკრეტულ ადამიანთა სიაც.