ირაკლი კობახიძის გამოხმაურება
ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი. მისი თქმით, ქვეყანას ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება, რაც, მათ შორის, აღიარებულია პარტნიორების მიერ. შესაბამისად, ურთიერთობები გადაიტვირთება ევროკავშირსა და იმ ხელისუფლებას შორის, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოადგენს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ არჩევანს.