პრემიერ-მინისტრი საქართველოში შვედეთის ელჩს შეხვდა. ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო ბოლო წლების განმავლობაში პარტნიორობის პოზიტიურ დინამიკაზე, მათ შორის – ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის შვედეთი არის საიმედო პარტნიორი. მთავრობის მეთაურმა ანა ლიბერგს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შვედეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.