ირაკლი კობახიძე საქართველოში დანიის სამეფოს ელჩს შეხვდა

15:15, 14.03.2024

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში დანიის სამეფოს ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა თბილისში დანიის სამეფოს საელჩოს გახსნის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობაზე. დადებითად შეფასდა დანიასა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა. ირაკლი კობახიძემ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის.

მსგავსი