საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და აღნიშნული მიმართულებით არსებულ გეგმებს. განიხილეს დაგეგმილი 2-მილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც მაღალი მიღწევების, ასევე მასობრივი სპორტისთვის. საუბარი შეეხო თბილისის ახალი ულტრათანამედროვე სტადიონის პროექტს, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს. ხაზი გაესვა ბავშვთა რაგბის ხელშეწყობისა და მათთვის ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობას. აქვე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება სტადიონების მშენებლობა 40-ზე მეტ მუნიციპალიტეტში.