საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობისა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.
ხაზგასმით აღინიშნა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებისა და კომიტეტების მჭიდრო ურთიერთობისა და საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებში კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.
საუბარი ასევე შეეხო ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.