ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. კომისიის სხდომაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. შეხვედრის შემდეგ ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და კულტურის მინისტრები, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არიან.