ირაკლი ხომასურიძე მისი საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს

2009 წლის 6 მაისს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ, თბილისის მთავარ სამმართველოსთან გამართულ მოქალაქეთა აქციის დარბევის დროს დაზარალებული ირაკლი ხომასურიძე საქმის გამოძიებას ითხოვს. მან მარჯვენა თვალი პლასტიკური ჭურვის მოხვედრის შედეგად დაკარგა. მისი თქმით, 13 წლის განმავლობაში საქმე ვერ გამოიძიეს და დამნაშავეები კვლავ არ არიან დასჯილი.

ირაკლი ხომასურიძე მოითხოვს საქმის ხელახალ გამოძიებას და პარლამენტში იურიდიულ კომიტეტზე დასწრებას, რათა ხელისუფლების წარმომადგენლებს კითხვები დაუსვას.