ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა – შეფასებები

15:11, 13.01.2026

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავების გარშემო შეფასებები არ წყდება. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ღარიბაშვილის დაკავება არ არის მართლმსაჯულების აღსრულება, არამედ შიდა კლანური დაპირისპირების შედეგია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია და ღარიბაშვილის მხრიდან საპროცესო გარიგება და გამოძიებასთან თანამშრომლობა, სწორი გადაწყვეტილებაა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მას ასევე, ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა. ირაკლი ღარიბაშვილს ბრალად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მსგავსი