ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონის წარმომადგენელს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე სამუშაო კვირას ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონის წარმომადგენელს – რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ლორა კუპერს უმასპინძლა.

საქართველოსა და აშშ-ის შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება, საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება და აშშ-სთან ერთად საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილი ის მთავარი საკითხები იყო, რომლებიც შეხვედრაზე განიხილეს. საუბარი შეეხო
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების დოკუმენტის განახლების საკითხს, რომელსაც უახლოეს მომავალში საქართველოს თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მოეწერება ხელი.