ირაკლი ღარიბაშვილის წერილი – გამოკითხვები გრძელდება
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული საჯარო განცხადებების საფუძველზე გამოკითხვები დღესაც გაგრძელდა. დიღმის მთავარ სამმართველოში გიორგი ლილუაშვილი დაახლოებით ხუთი საათი იკითხებოდა. მისი თქმით, ის ლაზარე ჯორბენაძესთან ერთად პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა. ლილუაშვილის განცხადებით, მისთვის თვითმკვლელობის ვერსია ნაკლებად დამაჯერებელია, მათ შორის იმიტომ, რომ ის ჯანმრთელობაზე აქტიურად ზრუნავდა. შეგახსენებთ, რომ ორი დღის განმავლობაში, საქმესთან დაკავშირებით, გამომძიებლის კითხვებს უკვე ცხრა პირმა უპასუხა. ნაწილმა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით. მათ შორის უკვე გამოიკითხა: ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე და თაზო დათუნაშვილი. გამომძიებლის კითხვებს პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმაც უპასუხა. ჯამში, საგამოძიებო უწყებას, გამოსაკითხად 11 პირი ჰყავს დაბარებული. უკვე გამოიკითხა ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილიც.