გერმანიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი დაიწყო. პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან გამართავს პირისპირ შეხვედრას. როგორც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, გერმანიის კანცლერთან შეხვედრაზე საუბარი ექნება საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე და ევროინტეგრაციაზე.