ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი გერმანიაში

15:05, 09.06.2023

საქართველოს პრემიერისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრამდე რამდენიმე საათი რჩება. ოლაფ შოლცთან პირისპირ დიალოგისას იმსჯელებენ მიმდინარე საერთაშორისო, უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებზე, ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი გუშინ დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში გაიმართა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დაგეგმილი შეხვედრები ადასტურებს საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას.

 

მსგავსი