ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქვეყნებს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, ერთობლივ ისტორიულ პროექტებზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევი საქართველოში მოიწვია.

ანა ბროლაძე იმყოფება ბაქოში და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ.