ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში

ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა. დისკუსიის შემდეგ ილჰამ ალიევმა ქართულ დელეგაციას სამუშაო სადილზეც უმასპინძლა. გაიმართა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაც, რომლის დასრულების შემდეგ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა. საქართველოს დელეგაციაში არიან საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

დატოვე კომენტარი