ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი – შეფასებები

18:13, 21.08.2026

პოლიტიკური შეფასებების თემაა ირაკლი ღარიბაშვილის მესამე წერილი. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ 17 აგვისტოს, მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილი, საკუთარი ოჯახის წევრმა, მამუკა მდინარაძის ახლო მეგობრისგან მიიღო. ექს-პრემიერი მდინარაძეს მოუწოდებს, სიცრუის ტირაჟირება შეწყვიტოს და სრული პასუხისმგებლობა აიღოს. მთავრობის ყოფილი მეთაური წერს, რომ „ხელისუფლებამ პროვოკაცია მოუწყო და მახე დაუგო, მისი ნდობა კი ბოროტად გამოიყენეს, მოატყუეს და გაწირეს“. ღარიბაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან ოცწლიანი ურთიერთობისა და გუნდის არდაზიანების მოტივით პროვოკაციას დუმილით და მოთმინებით შეხვდა. ყოფილი პრემიერი, რომელმაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდება აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა, დღეს ამბობს, რომ ციხეში უმიზეზოდ ზის და ახლა მისგან პოლიტიკაში არდაბრუნების რისკის საბოლოოდ დასაზღვევად ახალი კორუფციული ბრალის აღიარებას ითხოვენ, რის გამოც საკუთარ და ოჯახის უსაფრთხოებისთვის იბრძვის. წერილში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახსენებს „ქართული ოცნების“ გუნდში არსებულ კონკრეტულ ჯგუფს და საუბრობს შანტაჟსა და მისი მამის დაჭერის მუქარაზე.

მსგავსი