ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

პრემიერმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მიდგომა კანონისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისია. მისი განცხადებით, კამპანია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ მიმდინარეობს, არასახელმწიფოებრივია.