ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება - შეფასებები

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა. განცხადება ამის შესახებ მან პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. შესაბამისად, მან დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოსტიც. სამომავლო საქმიანობის დეტალებზე დღეს ღარიბაშვილს არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს იქნება კერძო სექტორი. ამასთან, მომავალში პოლიტიკაში კიდევ ერთხელ დაბრუნების შესაძლებლობა არ გამორიცხა, მაგრამ გამორიცხა მის მიერ ოპოზიციური პარტიის შექმნა.

ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები და შეფასებები პოლიტიკოსების მხრიდან – ანა ბროლაძის ჩართვა.