ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში მოინახულებს

ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში მოინახულებს. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებთან საუბრის დროს სამხედრო მართვის ცენტრში განაცხადა.

ქართველმა სამხედროებმა ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრად დანიშვნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

ტელეხიდით ჩართვისას მან საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ქართველი მშვიდობისმყოფელების წვლილზე და პარტნიორების მხრიდან მათ დადებით შეფასებაზე გაამახვილა ყურადღება.