ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა  

სამწლიანი პაუზის შემდეგ ყოფილი პრემიერი პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნდა.

დღეიდან ირაკლი ღარიბაშვილს მმართველი პარტიის პოლიტიკური მდივნის სტატუსი აქვს. მთავრობის ყოფილი მეთაური, რომელმაც თანამდებობიდან გადადგომასთან ერთად „ქართული ოცნების“ რიგებიც დატოვა, პოლიტიკაში დაბრუნების მიზნად პარტიის გაერთიანებას და გაძლიერებას ასახელებს.

გუნდის ძველი და ახალი სახეები გადაწყვეტილებას მმართველ პარტიაში მოსალოდნელი ცვლილებების და გუნდის განახლების ჭრილში განიხილავენ. უმრავლესობიდან წასული დეპუტატები კი ექს-პრემიერისგან პოზიციის გამოხატვას ელოდებიან მოსამართლეების თემაზე, რომელიც გუნდში არსებული უთანხმოების მთავარი მიზეზი გახდა.

ახლა მთავარი კითხვაა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მხოლოდ პარტიული საქმიანობით შემოიფარგლება, თუ პარლამენტშიც შევა.