ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოლაპარაკებები გამართა გერმანიის კანცლერთანაც. მთავარ საკითხები იყო ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ოლაფ შოლცს ევროინტეგრაციის გზაზე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დასკვნით ეტაპზეა. მისი თქმით, წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირისგან სამართლიანი და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს გერმანიის მხარდაჭერის იმედი აქვს. მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.