ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიწვევით, ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით, სომხეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანთან ქალაქ დილიჟანში სამუშაო შეხვედრა გამართა.

კოლეგებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა. მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებასა და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

ასევე, მზადყოფნა გამოითქვა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე და არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაზე.

დატოვე კომენტარი