საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლიტიკის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს, დერეკ შოლესაც შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, ასევე – ორი ქვეყნის საერთო ინტერესების გამყარების მიზნით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. იმსჯელეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც. პრემიერ-მინისტრმა დერეკ შოლეს ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა ასევე განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.