ირაკლი ფარჯიანის იუბილე

ირაკლი ფარჯიანი დღეს 70 წლის გახდებოდა. კოვიდ-19-ის პანდემიამ, ცნობილი მხატვრის საიუბილეო ექსპოზიციის თარიღიც გადაავადა, თუმცა შეიქმნა ონლაინპლატფორმა, სადაც ფარჯიანის თითქმის მთელი შემოქმედების გაცნობაა შესაძლებელი. დაარსდა ხელოვანის სახელობის ფონდიც, რომელიც მხატვრის შემოქმედებით მემკვიდრეობას დაიცავს.