ირაკლი ჩიქოვანის განცხადება

აბსოლუტურად ყველა რეზოლუცია, რომელიც მიღებულია უკრაინასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მხარდაჭერილია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მანიპულაციაა, თითქოსდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველო მხარს არ უჭერდა უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებას.