ირაკლი ჩიქოვანის განცხადება

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს რუსეთი საქართველოს გავლით სომხეთში 300 ერთეული სამხედრო მანქანის გადასაყვანად ემზადება. ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ეს არის მორიგი ცრუ ინფორმაცია, რომელსაც კონკრეტული პარტიული მედიასაშუალებები საკუთარი პროპაგანდისთვის იყენებენ.

„საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანთან, ჩვენი პოზიცია შეუქცევადია, რომ კავკასიაში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“ –  განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დატოვე კომენტარი