ირაკლი ჩიქოვანის ბრიფინგი

მმართველი გუნდი ოპოზიციის ნაწილს რუსეთის ინტრესების გატარებაში ადანაშაულებს.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტებს არ უერთდება, რის დასტურადაც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი სომხეთში გამართულ ევრონესტის შეხვედრას ასახელებს. ჩიქოვანის თქმით, ევრონესტის შეხვედრაში, სადაც უკრაინის მხარდამჭერი განცხადება მიიღეს, ქართული საპარლამენტო დელეგაციის ოპოზიციონერმა წევრებმა მონაწილება არ მიიღეს. ამასთან, მმართველი გუნდი, მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კვირას დაგეგმილ საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციების მოწყობას არ გამორიცხავს. რაც მისი თქმით, შესაძლოა ჩვენი ნაკრებისთვის ნეგატიური შედეგით, კონკრეტულად სანქციების დაწესებით დასრულდეს.