ირაკლი ჩიქოვანი ლევან ბეჟაშვილის განცხადებას პასუხობს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. ლევან ბეჟაშვილის თქმით, ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდება. მან ამის დასადასტურებლად სიები წარმოადგინა. მისივე თქმით, კანონს არღვევენ ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტებიც, რომლებიც საარჩევნო უბნებზე აკრედიტაციების გარეშე იმყოფებიან. ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი კი განმარტავს, რომ საარჩევნო სიების გამოყენებასთან დაკავშირებით არანაირი კანონდარღვევა არ არსებობს.