ირაკლი ბათიაშვილის განცხადება

პოლიტიკურ პროცესებში სამხედრო პირების ჩართვას საფრთხის შემცველად მიიჩნევს ირაკლი ბათიაშვილი. ის ბოლო პერიოდში სამხედრო პირების გააქტიურებას რევოლუციის სცენარისათვის მზადებას უკავშირებს. ბათიაშვილი განმარტავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გააქტიურების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ძალოვანი უწყებებიდან აქვს და იმედს იტოვებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ამ პროცესებს თვალყურს ადევნებენ.

ირაკლი ბათიაშვილი მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას და „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს, არ დაუშვან მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება.