ირაკლი ბათიაშვილი მეცნიერებათა აკადემიის წევრია

ირაკლი ბათიაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრად აირჩიეს. ის ფილოსოფიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ესთეტიკისა და კულტურის ფილოსოფიის კათედრის გამგეა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში კი პროფესიულ საქმიანობას ქართული ენისა და ლიტერატურის და ხელოვნების განყოფილებაში განაგრძობს. როგორც თავად ბათიაშვილი აღნიშნავს, მისი სამუშაო არეალი იქნება ფილოსოფიის მიმართულება და იმუშავებს მათ შორის დასავლური ცივილიზაციის წინაშე არსებულ პრობლემებზე.