იოსებ ხახალეიშვილის განცხადება

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტ ეკა გაგუას წინააღმდეგ. სოსო ხახალეიშვილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მისი განცხადებით, ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებული მასალით, მისი ღირსება შეილახა და უფლებები დაირღვა. სარჩელის თანახმად, ის მოპასუხე მხარისგან ფულად კომპენსაციას ითხოვს. მისი თქმით, სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, თანხა გადაირიცხება აიპ საქველმოქმედო ფონდში „ქუთაისი“ .