იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული

12:37, 07.07.2026

დღეს იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა. დღესასწაულთან დაკავშირებით, სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას პატრიარქი აღასრულებს. ღვთისმსახურებაში სხვადასხვა ეპარქიის მეუფეებიც მონაწილეობენ. შიო მესამე პატრიარქის რანგში პირველ წირვას ატარებს ამ ეპარქიაში. მრევლი, რომელმაც ტაძარში შესვლა ვერ მოახერხა, ტაძრის ეზოში დამონტაჟებული ეკრანიდან ადევნებს თვალს.

მსგავსი