2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24.4 %-ით გაიზარდა – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბერ-დეკემბერში ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი ინვესტორები გაერთიანებული სამეფო, მალტა და ნიდერლანდები იყვნენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ წლიურად, 2024 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა თითქმის 30 %-თაა შემცირებული. ამის გამომწვევ უმთავრეს მიზეზად საქსტატი ორ კომპონენტს – სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირებას ასახელებს.