ინვესტიციების მაჩვენებელი 

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია.

მესამე კვარტალში ქვეყანაში 322 მილიონი დოლარი ჩაიდო. ანალოგიურ პერიოდში შარშანდელი მაჩვენებელი 622 მილიონს შეადგენდა.

მიზეზებს შორის მსხვილი პროექტების დასრულება და კომპანიებიდან უცხოელი მფლობელების გასვლა სახელდება.

ინვესტიციების კლების ფონზე წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე მაღალია. მხოლოდ საინვესტიციო სტატისტიკაში ექსპერტები საგანგაშო სიგნალებს ვერ ხედავენ და არ გამორიცხავენ, რომ ინვესტიციების სტატისტიკა, შესაძლოა, პოლიტიკურ პროცესებსაც უკავშირდება.