2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 35 პროცენტით შემცირდა,- ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.
ოფიციალური მონაცემით, შარშან ქვეყანაში ერთი მილიარდ 232 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. მეოთხე კვარტალში კი საქართველოში ინვესტიციების მოცულობამ მხოლოდ 197 მილიონი დოლარი შეადგინა.
კლების მიზეზთა შორის თოდრაძემ მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება დაასახელა.
ყველაზე მეტი ინვესტიცია 2018 წელს აზერბაიჯანიდან და გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა.