გაძვირდება თუ არა დენის ტარიფი – საკითხზე სემეკი 29 დეკემბრის სხდომაზე იმსჯელებს, მანამდე კი ცნობილი ხდება იმ მასშტაბური პროექტების შესახებ, რომლებსაც ენერგოკომპანიები ქვეყნის მასშტაბით განახორციელებენ. ჯამში ორ მილიარდ ლარამდე ინვესტიციით, „თელასი“ და „ენერგოპრო ჯორჯია“ რეგიონებში ელექტროგამანაწილებელი ქსელის სრულ რეაბილიტაციას და ინფრასტრუქტურის განახლებას გეგმავენ. გადაწყვეტილების მიზეზად, დენის მიწოდების პროცესში არსებული შეფერხებები სახელდება.
შალვა სუმბაძე არკვევდა, რა დრო დასჭირდება რეგიონებში ელექტროსისტემის რეაბილიტაციას და აისახება თუ არა დაგეგმილი ინვესტიციები დენის ტარიფზე.