ინტოქსიკაციის შემთხვევა საბავშვო ბაღში  

თბილისის ბაგა ბაღების სააგენტო ადასტურებს ინფორმაციას, რომ საჯარო ბაგა-ბაღ „იმედში“ 5 ბავშვის მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა, მათგან ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და ისინი ოჯახის წევრებმა სახლებში წაიყვანეს, სამი აღსაზრდელი კი მესამე კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს.

ფაქტის შესახებ ჯერ დეტალები არ იციან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

მარიამ ბერძენიშვილი იმყოფება კლინიკასთან, სადაც ბავშვები არიან გადაყვანილნი.