აშშ-ის 43-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ეროვნული უშიშროების ყოფილი მრჩეველი სტივ ჰედლი 2008 წლის ომს და ომამდე თეთრ სახლში ჯორჯ ბუშისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში იხსენებს.
მისი განცხადებით, რუსეთი სააკაშვილის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი დარწმუნება იმაში, რომ ისეთი რამ არ გაეკეთებინა, რასაც მოგვიანებით ინანებდა. ჰედლი ამბობს, რომ ბუშმა სცადა მკაფიოდ გამოეხატა საქართველოსადმი მხარდაჭერა.
სტივ ჰედლისთან ინტერვიუ “ამერიკის ხმის” ჟურნალისტმა ია მეურმიშვილმა ჩაწერა. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ ინტერვიუდან.