ინტერვიუ შალვა კიკნაძესთან

ავიაკომპანია GEO SKY-ის გენერალური დირექტორის, შალვა კიკნაძის განმარტებით, მათი ოცივე თანამშრომელი არის უსაფრთხოდ. რამდენიმე წუთის წინ მათ საკვები და წყალი მიაწოდეს. სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არიან მუდმივ კონტაქტზე, როგორც კომპანიასთან, ასევე საგარეო სამინისტროსთან და ოჯახის წევრებთან. სუდანიდან მათი გამოყვანაზე მუშაობენ საგარეო საქმეთა სამინისტრო და გაერო. როგორც შალვა კიკნაძე ამბობს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ დაპირისპირებული მხარეები შეთანხმდნენ დროებითი ჰუმანიტარული დერეფნის უზრუნველყოფაზე.