ინტერვიუ პრემირ-მინისტრთან

პრემიერის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას შეიძლება ეწოდოს შეცდომა, ასევე იძულება იყო გიორგი გახარიას გაპრემიერება და სხვა გადაწყვეტილებებიც, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკაში დატოვებაც. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი ორის“ ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები „დიფ სთეითთან“ მანევრირებისა და კომპრომისის საფუძველი იყო. პრემიერი ასევე განმარტავს, რომ 2012-2016 წლებში, ბეწვის ხიდზე იარა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, შეზღუდული იყო მათი სუვერენიტეტი, მაგრამ 2021 წლიდან მათ აღარ უწევთ ასეთ კომპრომისებზე წასვლა.