ინტერვიუ ოსკაროსან ანიმატორთან
თბილისში ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს. ღონისძიება სხვადასხვა ვორქშოპს, კინოკონკურსსა და ფილმების ჩვენებას მოიცავს. ფესტივალის ფარგლებში, გუშინ, თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ოსკაროსანი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციის, „პეტრე და მგელის“ პროდიუსერის, ზბიგნევ ჟმუძკის მასტერკლასს დასწრებოდნენ.