ინტერვიუ მიხეილ ყაველაშვილთან

მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და დეზინფორმაციაა, რომ ჩვენ ანტიდასავლურ ქმედებებს ვახორციელებთ, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემას. ინტერვიუში ის ამბობს, რომ ქვეყანაში დღეს არსებული კრიზისი ხელოვნურად არის გამოწვეული. ყაველაშვილი ამბობს, რომ პროკურატურას არჩევნების გაყალბების არცერთი მტკიცებულება არ წარედგინა და ეუთო-ს საბოლოო დასკვნაც ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, ეს არის რეალობა. მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია მოსახლეობის დაშინების შესახებ. მოქალაქეები კრიტიკული არიან, თუმცა მათთვის მშვიდობა, სტაბილურობა და ევროპისკენ მიზანმიმართული სვლა უალტერნატივოა.