ინტერვიუ კახა კალაძესთან – გამოხმაურება
კახა კალაძის ინტერვიუ, რომელიც სომეხ ჟურნალისტსა და ბლოგერს მისცა და სადაც ტურისტებისთვის უსაფრთხო საქართველოზე საუბრობს, პოლიტიკური შეფასების თემაა. დედაქალაქის მერმა ქართულ სტუმართმასპინძლობაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ საქართველოში არცერთ ტურისტს არ ეპყრობიან ცუდად, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს და კონკრეტული ჯგუფების მხრიდან შეგნებულად ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც ქვეყნის ტურისტულ იმიჯს აზიანებს.