ინტერვიუ ირაკლი კობახიძესთან - გამოხმაურებები

„ჩვენი გუნდის წევრები ყოველდღიურად მუშაობენ, რათა ევროკავშირში განაცხადი წარმატებული იყოს. ოპოზიციის წარმომადგენლები კი პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა. რაც შეეხება სასამართლოს რეფორმის საკითხს, კობახიძის თქმით, ყველა ოპოზიციურ პარტიას შესთავაზეს ამ თემაზე საკუთარი ანალიზი წარედგინა, თუმცა საბოლოოდ, მხოლოდ ერთი, 15-გვერდიანი დოკუმენტი მიიღეს. ამავე ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობაზეც ისაუბრა. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მის შეუსრულებლობას მძიმე შედეგები მოჰყვება.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებებს პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან.

ინტერვიუ ირაკლი კობახიძესთან – დღისთემა