ინტერპოლით ძებნილის დაკავება

12:01, 26.07.2026

აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირები სხვადასხვა დროს ბათუმში დააკავეს. ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

მსგავსი