ბათუმში ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. მსჯავრდებული თურქეთის მიერ, თავისუფლების აღკვეთისა და მუქარის ფაქტებზე, წითელი ცირკულარით 2025 წლის ნოემბრიდან იძებნებოდა. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.