International Crisis Group-ის სტატია – შეფასებები
შეფასებების თემაა დამოუკიდებელი, არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია International Crisis Group-ის სტატია, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე წერს, სტატიაში განხილულია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. პუბლიკაციაში საუბარია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. როგორც International Crisis Group-ი აღნიშნავს, შტატებმა და ევროპამ სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, იარაღის მიწოდებით კიევისთვის ან რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესებით, რასაც პოტენციურად დამანგრეველი ფასი ჰქონდა თავად ქართველებისთვის. სტატიის თანახმად, საქართველოს მცდელობებმა უკრაინის ომში ჩაურევლად დარჩენასთან დაკავშირებით, მწვავე რეაქცია გამოიწვია ევროპარლამენტის რეზოლუციებსა და ამერიკისა და ევროკავშირის ზოგიერთი კანონმდებლის განცხადებაში. სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ევროპელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომლითაც ამომრჩევლებს ურჩევდნენ, არჩევანი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არ გაეკეთებინათ, რითაც დაარღვიეს პოლიტიკური ფავორიტების არდასახელების პრაქტიკა – სტატიას გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.