ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულების დაჯილდოება
საქართველოს საჯარო სკოლებს ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. ინიციატივა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სკოლაშივე, ატესტატთან ერთად, პროფესიული დიპლომიც აიღონ და პრაქტიკული უნარები განივითარონ. განათლების სამინისტროსა და დამსაქმებლების მხარდაჭერით, კურსდამთავრებულთა ნაწილი სწავლის დასრულებისთანავე უკვე დასაქმდა.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა საპილოტე რეჟიმში ორი წლის წინ ოც საჯარო სკოლაში დაინერგა და მასში სამასზე მეტი მოსწავლე ჩაერთო. დღეს კი პროექტი უკვე ოთხმოცზე მეტ სკოლაში ხორციელდება.