ინტეგრირებული თეატრის დასი იუბილის აღსანიშნავად ემზადება. „აზდაკის ბაღი“ 10 წლის ხდება. ღონისძიებას ხვალ მსახიობთა სახლი უმასპინძლებს. დასი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პროფესიონალ მსახიობებს აერთიანებს, უკვე წლებია, დედაქალაქთან ერთად სპექტაკლებს რეგიონებშიც დგამს.
10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოზე მაყურებელი სხვადასხვა სპექტაკლიდან ნაწყვეტებს იხილავს. გაიხსენებენ თეატრის ისტორიასაც. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად აზდაკის ბაღს აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭა.